პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, წევრობის მსურველების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისია დაინტერესებულ პირებს, აქტიურობისა და საკონკურსო დოკუმენტაციის დროულად წარდგენისკენ მოუწოდებს.