ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დღეს ოფიციალურად ბრალს წაუყენებენ, ამჯერად, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შედეგების გაუქმების მცდელობისთვის. კერძოდ, ტრამპს ბრალს წაუყენებენ ოთხი ეპიზოდით, მათ შორის არის შეთქმულება ქვეყნის მოტყუების მიზნით, მოწმეზე ზეგავლენა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების წინააღმდეგ.