იაპონიის ოკინავასა და კაგოშიმას პროვინციებს ძლიერი ტაიფუნი „ხანუნი“ დაატყდა თავს. წვიმისა და ქარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება 166 000-ზე მეტ ადამიანს შეუწყდა. სტიქიურ უბედურებას ოკინავას პროვინციაში სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 41 კი დაშავდა. ძლიერი ქარის გამო პროვინციის მთავარ აეროპორტ ნაჰადან ათობით ავიარეისი გადაიდო. ტაიფუნის გამო ჩრდილოეთ ტაივანში დროებით სკოლები და სახელმწიფო დაწესებულებები დაიხურა.