შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკის გამოცდებში პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი მიუთითოს. პირად გვერდზე გამოსაცდელს საკუთარი ნაშრომის ასლისა და მიღებული „ნედლი“ ქულის ნახვა შეეძლება. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.