ნარკოპოლიტიკა საქართველოში და 2022 წლის ტენდენციები - თემაზე პრეზენტაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა.
კვლევის თანახმად, ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის საკითხი 2022 წელს აქტუალურ საკითხს არ წარმოადგენდა. საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, არ დანერგილა ნარკოდანაშაულის პრევენციისა და მომხმარებელთა მკურნალობა- რეაბილიტაციის თვისებრივად ახლებური მიდგომები.
ანგარიში სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილ მონაცემებს ეყრდნობა.
კვლევის თანახმად, გარზდილია, როგორც ნარკოდანაშაულების, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.