ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე მდებარე თხილის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია შენობის ნაწილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობაც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.