წიგნის სიუჟეტი მოგვითხრობს დოქტორ ლუის კრიდის, მისი საყვარელი მეუღლის რეიჩელის, მათი ქალიშვლის ელის და პატარა ვაჟის ქეიჯის შესახებ, რომლებიც პატარა ქალაქში მდებარე ახალ სახლში გადადიან, სადაც მალე უბედურება მოხდება – ელის კატას სატვირთო მანქანა დაეჯახება და მოკვდება. მეზობლის რჩევით ლუისი ოჯახისგან მალულად კატას ტყეში მდებარე ინიელთა უძველეს სასაფლაოზე დამარხავს.
სადაც წლების განმავლობაში იყო და არის შინაური ცხოველების სასაფლაო, მაგრამ აქ ყველაფერი საშიში ხდება. ვინც ამ ადგილზე მარხავს ცხოველებს, მისი ცხოველები ცოცხლდებიან, მაგრამ სულ სხვანაირები ბრუნდებიან სახლში.
1979 წელს სტივენ კინგი შტატ მეინში ყოფნის დროს ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა , რომელიც ცენტრალური გზის მოპირდაპირედ იყო. აქ ხშირად ხდებოდნენ ავტოსაგზაო შემთხვევები , რომლის მსხვერპლიც ხშირად შინაური ცხოველები იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი ავტო საგზაო შემთხვევის დროს მწერლის ქალიშვილის კატა იმსხვერპლა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა.ამ ფაქტიდან სამი დღის შემდეგ მწერალმა წარმოიდგინა რა მოხდებოდა თუ იგივე ტრაგედიის შემდეგ კატა გაცოცხლდებოდა. შემდგომ კი წარმოიდგინა რა მოხდებოდა თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლი იმავე ოჯახის წევრი , პატარა ბიჭი გახდებოდა. საბოლოოდ კი ამ ფიქრებმა მწერალს გადაწყვეტინა ამ იდეების მიხედვით დაეწერა წიგნი. კინგმა ოფიციალურად განაცხადა , რომ მის მიერ დაწერილ რომანებს შორის შინაური ცხოველების სასაფლაო იყო ის წიგნი , რომელიც მას ყველაზე მეტად აშინებდა.
სტივენ კინგი პორტლენდში, მეინის შტატში, 1947 წლის 21 სექტემბერს დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში დაიბადა. მწერლის კარიერა 1959 წელს დაიწყო, როდესაც უფროს ძმასთან ერთად , ადგილობრივი, საქალაქო გაზეთის გამოცემა დაიწყო. 1960 წელს მან 18 მოთხრობისგან შემდგარი კრებული გამოუშვა სახელწოდებით „ხალხი, ადგილები და რამეები—ტომ!“ .ერთი წლის თავზე გამოიცა წიგნის მეორე ნაწილი „ვარსკვლავური დამპყრობნი“.
მწერალს გაყიდული აქვს მისი წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტასტიკის, ასევე არაფანტასტიკურ ჟანრში.კინგი ასევე ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ ჟანრში. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2019 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე PalitraL.ge