იოშკო გვარდიოლის ტრანსფერი 99%-ით დახურულია და ხორვატი მცველი მალე „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდება. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია გავლენიანმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა, სქაი სპორტმაც დაადასტურა.
ბრიტანული და გერმანული მედიის ინფორმაციით, „ლაიფციგმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ 21 წლის მცველის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ კლუბები ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ. ხორვატი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება - მის სანაცვლოდ „ქალაქელები" 90 მილიონ ევროს გადაიხდიან.
გარდა ამისა, გუნდები ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომლის წყალობითაც „ლაიფციგი“ დაახლოებით 1,5 მილიონი ევროს გამომუშავებას შეძლებს.
გვარდიოლი „ლაიფციგში“ 2021 წელს ზაგრების „დინამოდან“ 18 მილიონ ევროდ გადავიდა.