ფიგურულ სრიალში საერთაშორისო ტურნირზე ცეკვებში საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა პირველი ადგილი დაიკავეს. ზაფხულში მათ მოქალაქეობა შეიცვალეს და პირველად იასპარეზეს საქართველოს სახელით. აქამდე ისინი რუსეთის სახელით გამოდიოდნენ.
ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლეიკ-პლესიდში გაიმართა. მოკლე პროგრამის შემდეგ მოციგურავები მეორე ადგილზე იყვნენ, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში დუეტმა 117.47 ქულა დააგროვა და ორი პროგრამის ჯამში 10 ქულაზე მეტით აჯობა ამერიკელებს უნა ბრაუნსა და გეიჯ ბრაუნს.
დევისისა და სმოლკინის ეს შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ კარიერაში. უფრო მაღალი მაჩვენებელი მათ მხოლოდ ორ ტურნირზე ჰქონდათ.