ევროპის ქვეყნები კვლავ ძლიერ სიცხეს ებრძვიან. ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის რეგიონებში ხანძრის ათობით კერის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. გაუსაძლისი სიცხის გამო საფრანგეთში 80-მდე ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკური კვლევების დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ამ სეზონზე სიცხის გამო დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.