უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე “დიდი შვიდეულის” დეკლარაციას 12 ქვეყანა შეუერთდება. მისი თქმით, პარტნიორებთან მუშაობა ამ კვირაში დაიწყება და აშშ-ი პირველი ქვეყანა იქნება, რომელთანაც უკრაინა აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებს.