აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მას 561 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ტრამპი აცხადებს. რომ ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ არჩევნებამდე მას მაქსიმალურად ბევრი პრობლემა შეუქმნან. რამდენიმე დღის წინ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპისთვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს. გარდა ამისა, 13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზეც წაუყენეს ბრალი.