გარემოს დაცვისა და სოფლის მეურმეობის მინისტრის მოადგილე, კახა კაკაბაძე სოფელ მარტყოფში საქმიანი ეზოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, საქმიანი ეზოების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 40-მდე საქმიანი ეზო და წლის ბოლომდე, მათ კიდევ 20-მდე ახალი „საქმიანი ეზო“ დაემატება. სამუშაოები ყვარელში, ახმეტაში, ტყიბულში, საჩხერეში, ცაგერსა და მარტვილში მიმდინარეობს.