ბათუმში გამართული აქციის დროს, მომიტინგეთა დაკავებისას პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ოპოზიცია საგამოძიებო უწყებას ყველა ფაქტის ობიექტური შესწავლისაკენ მოუწოდებს. “ქართული ოცნების” ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ ზონდერ დაჯგუფებად აქცია, რაც კანონმორჩილი სამართალდამცველების იმიჯზეც ნეგატიურად აისახება.