ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე მსჯელობა და დავა ამ დრომდე არ წყდება. პოლიტიკური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ რადიკალურად განსხვავებული ჯგუფების ერთობა არა გამარჯვების, არამედ გარანტირებული მარცხის ფორმულაა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და ხელისუფლებას შორის არსებული პოლარიზების მიღმა, განსხვავებული პოლიტიკური ცენტრის შექმნა არის საჭირო. ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მთავარი ამოცანა არის მომავალი წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხება, რისთვისაც საერთო იდეის გარშემო გაერთიანება არის საჭირო.