დღეს, დილის 9:00 საათიდან თბილისის იუსტიციის სახლი მუშაობას განაახლებს. ასევე ცნობილია, რომ მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს. მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, საღამოს 9 საათამდე მოემსახურება. შეგახსენებთ, თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, გუშინ ევაკუაცია გამოცხადდა.