კიევსა და რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, უკრაინის ცაზე მტრის "კამიკაძე" დრონები დააფიქსირეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, კიევის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და ჩერკასის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საფრთხე არსებობს.
"ყურადღება! უპილოტო საფრენი აპარატი საფრთხეს უქმნის დედაქალაქს! გადადით თავშესაგრებში!" - განაცხადა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვა ამუშავდა.
"საჰაერო განგაში გრძელდება! ოლქში, კიევის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვა მუშაობს. იყავით თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!" - განაცხადა სერგეი პოპკომ.