რუსეთმა ბალტიის ზღვაში საზღვაო წვრთნები „ოკეანის ფარი-2023“ დაიწყო, რომელშიც რუსეთის საზღვაო ძალების 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი და კატერი, საზღვაო ავიაციის 30 თვითმფრინავი და დაახლოებით 6000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილებს. უწყების განმარტებით, ღონისძიების მიზანი, სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერატიულად მნიშვნელოვან ზონაში ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით მზადყოფნისა და შტაბის მუშაობის თანმიმდევრულობის შემოწმებაა. სამინისტროს განცხადებითვე, საზღვაო წვრთნები 2 აგვისტოს დაიწყება.