ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ. მათ შორისაა, პარტია დროას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ბრალდებულთა ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იცავენ. მესამე სექტორის განმარტებით, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არღვევს. თემას ეხმაურევიან პოლიტიკოსებიც.