ოკუპირებულ გალში 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმესთან კავშირში მყოფი ახალგაზრდა კაცი დააკავეს. დაკავებული აფხაზი სპეცრაზმელია, რომელიც ბახტაძის ოჯახის ინფორმაციით, ქალს ცოლად შერთვის მიზნით ემუქრებოდა. რაც შეეხება ქალის გაუჩინარების საქმეს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე გუშინ, გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა დედა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.