აბიტურიენტის დედამ, რომლის შვილსაც "გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა", სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უარი უთხრა გამოცდის დანიშვნაზე, შიმშილობა დაიწყო. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც აბიტურიენტის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.