დრონების შეტევის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „თურქმენეთის ავიახაზები“ მოსკოვში ფრენებს აუქმებს. ავიაკომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება მოსკოვზე უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ მიიღეს, მთავარი ფაქტორი კი უსაფრთხოების ზომებია. Reuters-ის ცნობით, მოსკოვის ნაცვლად, „თურქმენეთის ავიახაზები“ ფრენებს ყაზანში განახორციელებს.