მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსული ავიაბაზის მახლობლად აფეთქება მოხდა. აეროდრომი რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ექვემდებარება. ტერიტორიაზე კი 37-ე შერეული საავიაციო პოლკი არის განლაგებული. ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებს. გარდა ამისა, დღეს დილით ყირიმის ხიდიც დაკეტილი იყო, თუმცა ამ დროისთვის მასზე მოძრაობა აღდგენილია.