პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე გუშინდელი განცხადების გამო გააკრიტიკა. ყოფილმა პრემიერმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება რუსეთის ნარატივს იმეორებს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია „დაასაბუთა“. მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.