ევროკავშირის 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში ცნობილია - დოკუმენტში საქართველოს საკითხი ხუთ პუნქტად არის წარმოდგენილი და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვით იწყება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას - რა წერია ევროკავშირის უახლეს ანგარიშში და რას ამბობენ ამ საკითხზე ქართველი პოლიტიკოსები.