საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან მილიარდ 804 მილიონ 530 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 124%-ით აღდგენაა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. ჯამში, წლის 1-ელ ნახევარში რუსმა ტურისტებმა საქართველოში 482.1 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. ეს წლიურად ფაქტობრივად, 120,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.