ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები გენრი დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. განცხადებაში ისინი წერენ, რომ დოლიძე მოძალადე პოლიციური სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლია, რომელიც მაშინ დააკავეს, როცა რუსი ტურისტებით სავსე გემის ბათუმში შემოსვლას აპროტესტებდა. პოეტი გენრი დოლიძე 31 ივლისს დააკავეს. მისი თქმით, დაკავებისას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.