შვედეთში ყურანის საჯაროდ დაწვის შემდეგ ქვეყნის მთავრობა სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს. ახალი კანონი სასაზღვრო პუნქტებში პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის. შვედეთის მთავრობა ასევე განიხილავს რეგულაციებს, რომლითაც პოლიციას საშუალება ექნება, რომ ყურანის საჯაროდ დაწვა აღმოფხვრას. შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის თქმით, მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია. მანვე ხალხს სიტყვის თავისუფლების პასუხისმგებლობითა და პატივისცემით გამოყენებისკენ მოუწოდა. ცნობისთვის, შვედეთსა და დანიაში ბოლო პერიოდში იყო საპროტესტო აქციების სერია, რომლის დროსაც ყურანი დაწვეს, რამაც გამოიწვია აღშფოთება მუსულმანურ ქვეყნებში.