აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების „DJI Mavic 3“ ტიპის დრონი ჩამოადგეს. უწყებაში აცხადებენ, რომ კვადროკოპტერმა ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებული აზერბაიჯანული ჯარის პოზიციების თავზე გადაფრენა სცადა. ამავე ცნობით, აზერბაიჯანულმა ძალებმა მისი ხელში ჩაგდება შეძლეს.