აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენა. ტრამპს ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორისაა: შეთქმულება შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მოწმეების მოსყიდვა და შეთქმულება ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. ექსპრეზიდენტი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს. ტრამპს ბრალი კიდევ ორ საქმეზე – საიდუმლო სახელმწიფო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობისთვის და პორნოვარსკვლავისთვის ფულის ფარულად გადახდისთვის აქვს წაყენებული.