ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე გადასვლა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაერთგვაროვნად შეფასდა. ოპოზიციის ნაწილი ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს მიესალმება და აცხადებს, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, მათთვის კვლავ გაუგებარია თუ რა იგულისხმება ჩინეთთამ სტრატეგიულ ურთიერთობაში. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული პარტნიორობა აშშ-სთან ურთიერთობაში ხელს არ უნდა გვიშლიდეს.