„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა აქცია სახელწოდებით „თავისუფლება მიშას“. პარტიის ლიდერების გამცხადებით, იმისათვის, რომ
საქართველო რუსეთის გუბერნია არ გახდეს, სააკაშვილის გათავისუფლება არის საჭირო. მათივე შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის თავისუფლება აუცილებელია, რათა ქვეყანამ ევროპული ინტეგრაცია შეძლოს. აქციაზე პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სოხუმში უდიდეს აეროპორტს ააშენებს.