საფრანგეთი ნიგერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუირებისთვის ემზადება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნიგერში გადატრიალების ფონზე ანტი ფრანგული განწყობების გამო მიიღეს. საფრანგეთის საელჩოს განცხადებით, ქვეყანა მზად არის ნიგერიდან გასვლაში დახმარება ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც გაუწიოს. გასულ კვირას ნიგერში სამხედორ გადატრიალება მოხდა.