სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Nokia - სთან ხელი მოაწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 4G ქსელის განახლებას და 5G ქსელის დანერგვას ეხება. შეთანხმების მიხედვით, Nokia არსებული საბაზრო სადგურების მოდერნიზებას და ასევე, ახალი საბაზო სადგურების აშენებას განახორციელებს. ახალი სადგურები კი უკვე მორგებულია 5G ტექნოლოგიას. ფართომასშტაბიანი სამუშაოების შედეგად, სელფის მომხმარებლები ისარგებლებენ მაღალი ხარისხის კავშირგაბმულობით, მათ შორის სწრაფი ფართო ზოლოვანი სერვისების სრული დაფარვითა და შესაძლებლობებით. სამუშაოების დაწყება 2023 წლის ნოემბერში იგეგმება.