ჩინეთში ტაიფუნ "დოქსურს" მინიმუმ 11 ადამიანი ესმხვერპლა, 27 კი დაკარგულად ითვლება. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ინფორმაციით, კოკისპირული წვიმების შედეგად დედაქალაქსა და მიმდებარე რეგიონში მდინარეები და ნაკადულები სახიფათო დონემდეა ადიდებული. ხელისუფლებამ პეკინში, მთიან ტერიტორიებზე 100-ზე მეტი გზა გადაკეტა და 52 000 ადამიანი თავშესაფარში გადაიყვანა. ჩინეთის მთავრობამ პეკინში, მატარებლებში ჩარჩენილი მგზავრებისთვის მარაგის მისაწოდებლად 4 სამხედრო ვერტმფრენი განათავსა. ამასთან, ჩინეთი კიდევ ერთი ტაიფუნისთვის, "ხანუნისთვის" ემზადება, რომელიც, ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაატყდება თავს.