კატარის დედაქალაქ დოჰაში, აშშ-სა და ავღანეთის მმართველი ისლამური რადიკალური მოძრაობა „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი ღია რჩება ეკონომიკური სტაბილურობისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ტექნიკური მოლაპარაკებისთვის. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი დადებითად აფასებს ავღანეთში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ინფლაციის შემცირებას და ასევე, ოპიუმის ყაყაჩოს დათესვის შემცირებას 2022 წლის დაწესებული აკრძალვის ფარგლებში და ასევე მზად არის ნარკოტიკებთან ბრძოლის საქმეში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. გუშინ, თალიბანის ლიდერბეთან შეხვედრა გამართა რუსულმა დელეგაციამაც. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების გზები განიხილეს.