მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები, შესაძლოა, მმართველი პარტიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ოპოზიციაში კოალიციის საჭიროებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების საშუალებას არ მისცემენ. რას ამბობენ პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და როგორ აფასებენ გაჟღერებულ ინიციატივას მმართველ პარტიაში.