ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სოცოცხლის უფლების დარღვევა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კი, შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია, - ასე ეხმიანება როინ შავაძის საქმეს „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი.
მისი თქმით, შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და შესაბამისად, სუბარი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაცმოძრაობის" გასამართლების პროცესი.