საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მან იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობისა და თავისუფალი ბიზნესგარემოს გამო, ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მიზანია, რომ დასავლეთსა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლი გახდეს. მთავრობის მეთაურის აღნიშნულ გამოსვლას ქართული პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვაგვარად აფასებს. ვინ როგორ გამოეხმაურა პეკინში ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტს.