საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საკითხის შესწავლა დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე ეხება - 11 მოვაჭრის მიერ, კვების ობიექტებსა და კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კი დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.