პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენის ვადა 19 ივნისამდე ჰქონდათ. 26 ივნისს კი ეკონომიკის მინიტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა. ლევან დავითაშვილის თქმით, პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ინტერესი გამოხატეს, როგორც ინდივიდუალურმა კომპანიებმა, ასევე კომპანიათა გაერთიანებებმა და კონსორციუმებმა. თუმცა, ამ დრომდე მთავრობას არ დაუსახელებია, თუ რომელ კომპანიებს სურთ ანაკლიის პორტის პროექტის პარტნიორობა სახელმწიფოსთან ერთად. თუმცა, ცნობილი ხდება, რომ გარკვეული ვადები დაკორექტირდა, რადგან კომპანიებს მიეცათ დრო ხარვეზების გამოსასწორებლად. კერძოდ, 28 ივლისის ნაცვლად 20 სექტემბრამდე გადაიწია კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოო ვადამ. ამასთან, განაცხადში არ არის დაკონკრეტებული წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო ვადა. ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „სამინისტრო დამატებით აცნობებს კვალიფიციურ კანდიდატებს წინადადებების წარმოდგენის ვადების შესახებ. ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, პორტის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, მთავრობის დაფინანსებით. აღსანიშნავია, რომ 51% იქნება მთავრობის საკუთრება, ხოლო დანარჩენი წილისთვის პარტნიორის მოსაძებნად გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა.