ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 6 თვეში მილიარდ 60 მილიონი დოლარი იყიდა. რაც შეეხება ივნისის მონაცემებს, Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, გასულ თვეში სებ-მა BMatch პლატფორმის საშუალებით, 137 მლნ დოლარზე მეტი შეიძინა, თუმცა ამავდროულად მოუხდა 17.1 მლნ დოლარის გაყიდვა სავალუტო აუქციონზე. შეგახსენებთ წელს მარეგულირებელმა რეკორდული შესყიდვა აპრილში განახორციელა, რომლის მოცულობამ 322 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.