მსახიობი ანგუს ქლაუდი, რომელიც HBO-ს პოპულარულ სერიალში „ეიფორია“ თამაშობდა, გარდაიცვალა - Palitra News

მსახიობი ანგუს ქლაუდი, რომელიც HBO-ს პოპულარულ სერიალში „ეიფორია“ თამაშობდა, გარდაიცვალა

2023-08-01 12:40:52+04:00

მსახიობი ანგუს ქლაუდი, რომელიც HBO-ს პოპულარულ სერიალში „ეიფორია“ თამაშობდა, გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, 25 წლის მსახიობი კალიფორნიაში, თავისი ოჯახის სახლში გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, გასულ კვირას ქლაუდს მამა გარდაეცვალა, რის გამოც მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მსახიობის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. ანგუს ქლაუდი სერიალ „ეიფორიაში“ ერთ-ერთ მთავარ როლს 2019 წლიდან ასრულებდა.