ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციასა და “ასტორია გრანდეს” გარშემო განვითარებულ პროცესებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. კობახიძის განმარტებით, გემი კუნძულ პალაუში არის დარეგისტრირებულია და სწორედ ამ ქვეყნის დროშის ქვეშ გადაადგილდება. გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ბორტზე რუსი ტურისტების გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
პარალელურად, ხელისუფლების ოპონენტებისთვის უკვე მეორედ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებით სავსე გამის ბათუმში შემოსვლა რუსული ექსპანსიის მცდელობაა. რა გზავნილები ჰქონდა ირაკლი კობახიძეს