საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. არაბეთის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „ალ-ნასრმა“ ტუნისის „მონასტირი” ანგარიშით 4:1 დაამარცხა. რონალდუმ 74-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. ეს იყო 145-ე გოლი, რომელიც პორტუგალიელმა თავით გაიტანა ოფიციალურ მატჩებში, რითაც აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. აქამდე რეკორდის მფლობელი იყო ლეგენდარული გერმანელი გერდ მიულერი, რომელის ანგარიშზეც 144 გოლია. მესამე ადგილზეა ესპანელი კარლოს სანტილიანა, რომელსაც 125 გოლი აქვს გატანილი.