ბარსელონას სასამართლომ ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანი ალვეშის საქმის გამოძიება დაასრულა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ 2022 წლის 30 დეკემბერს, ბარსელონას ერთ-ერთ ღამის კლუბში მის მიერ 23 წლის გოგონას გაუპატიურებაზე ყველანაირი ნიშნები არსებობს.
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 2 აგვისტოს დანი ალვეშს სასამართლოში მიიყვანენ, სადაც გააცნობენ ბრალდებას და დანიშნავენ სასამართლო მოსმენის თარიღს. ფეხბურთელს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ ალვეში 20 იანვარს დააპატიმრეს. ბარსელონას სასამართლომ მას გირაოთი გათავისუფლებაზე ორჯერ უარი უთხრა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბრაზილიელმა მომხდარის სამი ვერსია წარმოადგინა. გარდა ამისა, სასამართლომ ფეხბურთელის ბრაზილიაში გაქცევის რისკიც გაითვალისწინა. ამ ქვეყანასთან ესპანეთს არ აქვს ექსტრადაციის შესახებ შეთანხმება.