უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი "კიდევ 10 წელიწადს" ვეღარ იცოცხლებს. ბრაზილიურ გამოცემა Globo-სთან ინტერვიუში ზელენსკის ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სირიის ომის მსგავსია და შეიძლება თუ არა, უკრაინა სირიას დაემსგავსოს. უკრიანის პრეზიდენტის განცხადებით, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება არის გამორიცხული.