ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი, ჩინეთისა და საქართველოს საერთო ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხელი მოაწერა. ამასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. მთავრობის მეთაურმა ანაკლიის პორტისა და დიდი ჰესების მშენებლობაზეც ისაუბრა.