ბათუმში აქცია დასრულდა, თუმცა ახლა პროტესტი აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით გრძელდება. წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსმა მგზავრებმა საკრუიზო ლაინერიდან ჩამოსვლა მაინც მოახერხეს. ისინი პოლიციამ პორტიდან ავტობუსებით გაიყვანა, რა დროსაც მომიტინგეებმა ავტობუსს კვერცხები და ბოთლები ესროლეს. საერთო ჯამში, პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. პოლიცია დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას ედავება. დაკავებულთა შორის ერთია უკრაინის მოქალაქე.