ხერსონის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 3 და დაჭრილია სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის 4 მოხალისე და არასრულწლოვანი ბიჭი. აღნიშნულ ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურა აქვეყნებს.
ხერსონის პროკურატურის ცნობით, დაიბომბა საცხოვრებელი მიკრორაიონი.
„დაიბომბა საოლქო ცენტრი, შედეგად 10-მდე სამოქალაქო პირი არის დაშავებული. დაბომბვები ახლაც გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარეობს გამოძიება.